5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ - რადიკალები ისევ იმუქრებიან

16.01.23 20:14
5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ - რადიკალები ისევ იმუქრებიან

ძალადობის წახალისება მოსამართლის სახელით - სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულებს სასაჯელის ვადა შეუმცირა. 

მოსამართლე მაია თეთრაულმა  ჩათვალა, რომ  მოძალადე რადიკალები ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები არ არიან და არც მასში მიუღიათ მონაწილეობა, მათ შორის, არც დავით კუტალაძეს, რომელიც "ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, "სირცხვილიას" ოფისში სასტიკად გაუსწორდა. 

დაზარალებული ჟურნალისტების ინტერესებს სხდომათა დარბაზში დღეს პროკურატურა იცავდა, თუმცა ფაქტია, რომ პროკურორებს საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ და დავა მოძალადეების ადვოკატებთან წააგეს.

მაია თეთრაულის  მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ კი კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო რეაქციები სხდომათა დარბაზში. რადიკალების ოჯახის წევრები ისევ მედიას ემუქრებოდნენ.

რა მოხდა სააპელაციო სასამართლოში, ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.