რადიკალები ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ - ფილოლოგი ხელს "ოცნებისკენ" იშვერს

16.01.23 19:33
რადიკალები ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ - ფილოლოგი ხელს "ოცნებისკენ" იშვერს

"ალტ-ინფოსა" და პრორუსული დაჯგუფების წევრები ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ გამოვიდნენ. რადიკალებმა ცნობილ ქართველ ფილოლოგს ყვარელში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სავარაუდოდ, წინასწარ მობილიზებულმა ჯგუფმა ბერძენიშვილს პიკეტირება მოუწყო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  თავად  ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ  პროვოკაციის უკან "ქართული ოცნება" დგას. 

აგრესიული ჯგუფის ქმედებებს ადგილზე უყურებდა პოლიცია, თუმცა არ რეაგირებდა. მომხდარზე ჯერ საქმეც არ აღძრულა.  

,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, დაგეგმილი პროვოკაციის საპასუხოდ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის მოსასმენად დიდი შეკრება დააანონსა.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.