თბილისი მკვლელი ლიფტების ქალაქად იქცა

16.01.23 19:17
თბილისი მკვლელი ლიფტების ქალაქად იქცა

ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის მკვლელ ლიფტებზე? -  არაერთი ტრაგედიის მიუხედავად,  მკაცრი კონტროლი დედაქალაქში ჯერ ისევ არ არსებობს. წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ლიფტების შეკეთებისთვის  მილიონობით ლარია  გამოყოფილი, თუმცა შედეგი  მაინც მძიმეა.

თბილისი მკვლელი ლიფტების ქალაქად იქცა - ხშირ შემთხვევაში, ლიფტების ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია, ისინი ამორტიზებულია და მხოლოდ შეკეთებას არ ექვემდებარება. აუცილებელია ძველის  ჩანაცვლება ახლით.  

თბილისში  ორი დღის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგაც, პრობლემის მოგვარებაზე ისევ არავინ ფიქრობს. გამგეობები ახლა ცდილობენ,  ისრები კორპუსების თავმჯდომარეებისკენ გადაიტანონ და ამით პასუხისმგებლობა აიცილონ.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.