ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად საქართველოში უცხოური ქვეყნების დელეგაციები ჩამოვლენ
ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან. დიდი ალბათობით მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვლენ უკრაინიდანაც.
ცნობილ მომღერალს, ვახტანგ კიკაბიძეს, ხუთშაბათს, 19 იანვარს დაკრძალავენ.
ლეგენდარული არტისტის სურვილით, მას ვერის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის გვერდით, დაასაფლავებენ. გამოსვენება თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მოხდება.
სამოქალაქო პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.