მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

17.01.23 10:00
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის, სასჯელის გადავადების, ან  გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სააკაშვილს სურს, სასამართლო სხდომას კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთოს, თუმცა უცნობია, მისცემენ თუ არა მას ამის უფლებას.

პროცესზე ადვოკატების მთავარი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრა იქნება. ამის შემდეგ კი მოსამართლის წინაშე ნობელიანტი ექიმი, ჯეიმს კობი, წარსდგება.  

სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან.