ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში 16 საათიდან გაიმართება

17.01.23 11:42
ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში 16 საათიდან გაიმართება

ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეიდან ორი დღის განმავლობაში ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება. ის 16 საათზე დაიწყება და ყველა მსურველს საშუალება მიეცემა, პატივი მიაგოს ცნობილ არტისტს.

ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად საქართველოში ჩამოსვლას უამრავი ქვეყნის დელეგაცია აპირებს, მათ შორისაა უკრაინაც. ინფორმაცია ,,ტვ პირველს" უკრაინის რადას დეპუტატმა, მაქსიმ ტკაჩენკომ, დაუდასტურა.

დიდ მომღერალს ხუთშაბათს ფილარმონიიდან, იმ საკონცერტო დარბაზიდან, გამოასვენებენ, სადაც მისი სიცოცხლის და კარიერის განმავლობაში უამრავი კონცერტი აქვს გამართული.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.