გელათის მონასტრის წინამძღვარი მძიმე დამწვრობით ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება
გელათის წინამღვარი, რომელიც კელიაში დაიწვა, ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.
მამა იოსებ ბურჯანაძე დაზიანებებით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში ორი დღის წინ შეიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზიი უამინდობას უკავშირიდება. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტროსადენები, რამაც კელიაში ცეცხლი გააჩინა.
მედიკოსების ინფორმაციით, სასულიერო პირს სხეულის 44 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მამა იოსები შემოყვანილია უმძიმესი დაზიანებით, დამწვრობითი შოკი, დამწვრობითი დაავადება, 44% საერთო ფართობი ღრმაა. მდგომარეობა კრიტიკულია.
მიმდინარეობს მკურნალობა, ჯერ-ჯერობით მდგომარეობა მძიმე რჩება - აცხადებენ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში.