ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის ზრდას - სასწრაფო დახმარების ექიმების აქცია
სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან მორიგ აქციას მართავენ. მედიკოსები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, მედიკოსებისთვის აზარაშვილის უწყების უმოქმედობა არაადეკვატურია.
ჩვენ მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სასწრაფოსთან დაკავშირებით. თურმე, იმიტომ ვერ გვიმატებენ ხელფასს, რომ ჯანდაცვის სამინსიტროში 9 სსიპია და ჩვენ რომ გაგვიზარდონ ხელფასი, ისინიც მოითხოვენ.
ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ჩვენ დავავიწყდით სახელმწიფოს, ჩვენი როლი დაავიწყდა ამ ქვეყანაში - აცხადებს ერთ-ერთი მედიკოსი.
პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო წინა აქციებში მონაწილეობის გამო მედიკოსებზე ზემოქმედებასა და მათზე ფინანსური წნეხის დაწესებას ცდილობს.
ისინი ასახელებენ ადმინსიტრაციების წარმომადგენლებს, დავით ტორუასა და ამირან გოგიტიძეს, რომლებიც ექიმების პროფკავშირის წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლების დაორგანიზებულის დღევანდელი აქცია.
უკვე რამდენიმე თვეა, ერთი და იგივე მოთხოვნით მედიკოსებმა არაერთი აქცია გამართეს, თუმცა უშედეგოდ.