ბნელებო, მოგვეცით შუქი, მოგვეცით დენი! - პროტესტი სვანეთში
სვანეთი უშუქოდაა დარჩენილი - მოსხლეობა დახმარებს ითხოვს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღეა, ელექტროენერგია არ არ მიეწოდებათ.
სვანები ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. მოქალაქეთა ნაწილი "ქართულ ოცნებისგან" მაინერების გამორთვას მოითხოვს.
ბნელებო, მოგვეცით შუქი, მოგვეცით დენი! გამორთეთ თქვენი მაინერები ტყეებში" - ამბობს მერაბ ხერგიანი.
მისი თქმით, 11 წელია სვანეთი ამ პრობლემის წინაშე დგას - "11 წელია ასეა ქოცების ხელში, ტურიზმს ავითარებენ".
მოქალაქეთა პროტესტს "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი ჭიპაშვილი უერთდება:
მემგონი უკვე ნამეტანია ხალხზე გადაბრალება და დროა, დაიწყოთ აღრიცხვა მაინერების არა? დაიწყეთ ზუგდიდი-ხაიშის გზის გასწვრივ და აყევით! ისე გიხსნით, თითქოს არ იცოდეთ თავად, სად რა არის!"- წერს ჭიპაშვილი.