მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

17.01.23 14:47
მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი პიანისტი, მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დრომდე არ არის ცნობილი რა გახდა სახალხო არტისტის გარდაცვალების მიზეზი.

დოიჯაშვილი  საქართველოს სახალხო არტისტი, პიანისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე და პროფესორი იყო.

2005 წელს  მანანა დოიჯაშვილს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის ”ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის” და ”მშვიდობის ელჩის” საპატიო წოდებები.