გიული ალასანია ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა
გიული ალასანია ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. მასთან ერთად ქაშუეთში გიორგი ჩალაძეც იმყოფება.
ძალიან დიდი დანაკლისია. მეორე ბუბა არ იქნება, წარმოუდგენელია. განუმეორებელი შარმი, საოცარი მომხიბვლელი ღიმილით. საოცარი არტისტიზმით იყო დაჯილდოებული. სიკეთით სავსე იყო. ჩემი შვილისთვის ძალიან ახლო მეგობარი იყო. როდესაც დაიღუპა, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ბოლოს როდესაც იყო სანახავად და გადიოდაო, კართან შეჩერდა, გამომხედა და მითხრა: "მიშა, ძალიან მიყვარხარო”, - აღნიშნა ალასანიამ.
ცოტა ხნის წინ, პანაშვიდზე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვიც იმყოფებოდა.
სახელოვან მომღერალს და მსახიობს ხუთშაბათს ფილარმონიიდან, იმ საკონცერტო დარბაზიდან, გამოასვენებენ, სადაც მისი სიცოცხლის და კარიერის განმავლობაში უამრავი კონცერტი აქვს გამართული.
ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.