ზაზა ფაჩულია თეთრ სახლში - ბაიდენმა ,,გოლდენ სტეიტს’’ უმასპინძლა

18.01.23 12:40
ზაზა ფაჩულია თეთრ სახლში - ბაიდენმა ,,გოლდენ სტეიტს’’ უმასპინძლა

ზაზა ფაჩულია თეთრ სახლში - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  NBA-ს ჩემპიონ "გოლდენ სტეიტ უორიორსის’’ მთელ შემადგენლობას უმასპინძლა.

"უორიორსი" ბოლო რვა წელიწადში ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ექვსჯერ ფინალში ითამაშა, სწორედ ამ გამარჯვებას მიეძღვნა ღონისძიება. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი კლუბში საკალათბურთო და ბიზნესოპერაციათა კონსულტანტად მუშაობს.

უორიორსის ლიდერმა სტეფ კარიმ ჯო ბაიდენს სიმბოლურად გოლდენ სტეიტის 46-ნომრიანი მაისური გადასცა.