განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისა და ყველა დაშავებულისთვის - პაპუაშვილის სამძიმრის წერილი

18.01.23 16:16
განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისა და ყველა დაშავებულისთვის - პაპუაშვილის სამძიმრის წერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შალვა პაპუაშვილმა განცხადება ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისა და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბროვარში ტრაგედია დღეს დატრიალდა. საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი საბავშო ბაღის ეზოში ჩავარდა. უბედურ შემთხვევას უკრაინის შს მინისტრი და ბორტზე მყოფი ყველა წევრი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

მძიმედ დაშავდა საბავშვო ბაღის 15 აღსაზრდელი.