ვაკის პარკის საქმე - პროკურატურამ ექსპერტიზა ტრაგედიიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ დანიშნა

18.01.23 17:28
ვაკის პარკის საქმე - პროკურატურამ ექსპერტიზა ტრაგედიიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ დანიშნა

პროკურატურამ ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად კიდევ ერთთვიანი ვადა მოითხოვა.

სამთვიანი გამოძიების მიუხედავად შოთაძის უწყებამ საქმეზე ექსპერტიზიები  მხოლოდ ახლა დანიშნა.

ადვოკატები პირდაპირ ამბობნენ, რომ გამოძიებას სამხილები არ აქვს, ამიტომ პროცესებს განზრახ აჭიანურებენ.

დაახლოებით 106 გვერდიანი მტკიცებულება წარუდგინეს სასამართლოს, რომელსაც 30 წამში გაეცნენ და შინაარსი გამოიტანეს. ადგილზე თათბირით გამოიტანეს გადაწყვეტილება. 

მაგრამ აქ საინტერესო და მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის არის ის, რომ ჩვენი პატიმარი, დევი კახოიძე, საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ სისტემაში არის ერთადერთი პატიმარი, ვის მიმართაც პატიმრობა იქნა აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული. 

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ პროკურატურის თვითმიზანს წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით დასჯა. - აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ადვოკატების შუამდგომლობა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლების შესახებ და 9-ვე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა.

მომდევნო პროცესი 23 თებერვალსაა ჩანიშნული.