ტრაგედია უკრაინაში - გარდაიცვალა 4, დაშავდა 11 ბავშვი
18 გარდაცვლილი, რომელთაგან 4 ბავშვია - ასეთია უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. ასევე არის 25 დაშავებული, რომელთაგან 11 ბავშვია.
რა გახდა ბროვარიში ავიაკატროფის მიზეზი, ისვე დაუდგენელია. უკრაინული გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის არის ტერაქტის მცდელობა და თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა.
"აქ დასახმარებლად გამოვიქეცით, საბავშვო ბაღის ღობიდან დაჭრილი ბავშები გადმოგვაწოდეს. ჩვენ სახლისკენ გამოგვყავდა, აქ ჭრილობებს ვუმუშავებდით და ვუხვევდით. მათი სახელები და გვარები ჩავიწერეთ, მშობლებს დავუკავშირდით. ორი გოგო იყო შვიდ-შვიდი წლის და ბიჭი 6 წლის. რთული ჭრილობები არ ჰქონდათ, გოგონას წარბი ჰქონდა გაჭრილი. სამაშველო ჯგუფის მანქანები ბაღის ტერიტორიამდე ვერ მიდიოდნენ, ამიტომ ჩენ გზის გაწმენდა დავიწყეთ ნანგრევებისგან. ტერიტორია კვამლში იყო გახვეული. ისმოდა საშნელი ყვირილის ხმები. თავიდან მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, შემდეგ დანარჩენი მეზობელბიც შემოგვიერთდნენ“,- ამბობს თვითმხილველი.
სამაშველო ვერტმფრენმა, რომლითაც დელეგაციის წევრებთან ერთად უკრაინის შინაგან საქმეთა მინიტრი ხარკოვში მიემგზავრებოდა, კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა.
ის საბავშვო ბაღის შენობის ეზოში ჩავარდა.