პროკურატურა ვაკის პარკის საქმის გადადებას უკვე მეორედ ითხოვს

18.01.23 18:35
პროკურატურა ვაკის პარკის საქმის გადადებას უკვე მეორედ ითხოვს

პროკურატურა უკვე მეორედ ითხოვს  წინასასამართლო სხდომის გადადებას. ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე სავარაუდოდ, ისევ განზრახ  ჭიანურდება - ასეთი მოსაზრება აქვთ დაკავებული პირების უფლებადამცველებს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, პროკურატურამ ამ დრომდე დაკავებულების წინააღმდეგ  მტკიცებულებები  ვერ შეაგროვა. ამიტომ 4 თვის შემდეგაც არავინ იცის, ვინ არის დამნაშვე და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე. რამდენიმე თვიანი გამოძიების  მიუხედავად პროკურატურამ საქმეზე ექსპერტიზა მხოლოდ ახლა დანიშნა.
საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო დღეს ,,გრინ სერვის პლიუსის" დაკავებული დირექტორი მოსამართლისგან ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა.  

კომპანიის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს იყო საჩვენებელი დაკავება მომხდარი ტრაგედიის გადაფარვის მიზნით.  

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა მერიის ის მაღალჩინოსანიც, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მოწმეა. გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი პასუხისმგებლობას სრულად იხსნის.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.