მშობლების მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს

18.01.23 19:39
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული  პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს

 მშობლების მკვლელობაში ბრალდებული  პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი ბეროზაშვილი დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ცდილობდა, მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ  საქმე პოლიციელებმა მის წინააღმდეგ შეკერეს.

უკვე მეორე პროცესია, სასატიკ მკვლელობაში ბრალდებული პირი ამტკიცებს, რომ დედა-მამა არ მოუკლავს; ციხეში  კი პოლიციელებმა მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ  სამართალმდაცველები ქურდობაში ამხილა.    
საქმის მასალებში კი დევს ბეროზაშვილის ჩვენება, სადაც ის აღიარებს, რომ მშობლები მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედრების დაწვა სცადა. 

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.