ფილარმონიასთან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება - ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ
უკრაინის კულტურის მინისტრი თბილისშია. ალექსანდრე ტკაჩენკო ბუბა კიკაბიძის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება და არსებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის სამგლოვიარო განცხადებასაც წაიკითხავს.
ფილარმონიასთან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება - ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება იქ, სადაც მომღერალს და მსახიობს თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული.
ადამიანს შეუდარებელი ხმის ტემბრითა და ყველასთვის დასამახსოვრებელი ღიმილით მეგობრები და თაყვანისმცემლები დღეს საბოლოოდ გამოემშვიდობებიან.
ზუსტად 2 საათზე დაიწყება სიტყვით გამოსვლები და სწორედ აქ წაიკითხავენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გამოსამშვიდობებელ სიტყვას.
12 საათიდან უკვე ყველას შეეძლება ფილარმონიაში გამოემშვიდობოს ვახტანგ კიკაბიძეს. 2 საათზე დაიწყება სიტყვით გამოსვლები, გამოვლენ უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები, მათ სორის, უკრაინის კულტურის მინისტრი, რომელიც წაიკითხავს პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმრის წერილს.
სიტყვის გამოსვლის შემდეგ დაიწყება გამოსვენების პროცედურა.
როგორც მოგეხსენებათ, ანდერძის თანახმად, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ - აცხადებს პროდიუსერი რატი აბზიანიძე.