ფილარმონიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

19.01.23 13:15
ფილარმონიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბუბა კიკაბიძის გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო. ცნობილ მომღერალსა და არტისტთან გამოსამშვიდობებლად მოდიან მისი ახლობლები, მეგობრები, უცხოეთის დელეგაციების წევრები, უბრალო მოქალაქეები.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე იყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. 

აქ მოვიდა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზი, რომელიც საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, გამოსამშვიდობებელ სიტყვა წაიკითხავს.

თავისი ადამიანობით, ღირსებით, სამოქალაქო პოზიციით, გარეგნული იერით თუ ვინმე სიტყვა ქართველს წარმოვიდგენთ,  ალბათ, ერთ-ერთი ბუბა კიკაბიძეა. 

ეს არის პატრიარქის სამძიმარი, რომელიც უნდა წავიკითხო, როცა შევალ, არაჩვეულებრივი ტესქტია - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

ბუბა კიკაბიძე იყო კინორეჟისორი, კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი 1980 წლიდან და უკრაინის დამსახურებული არტისტი 2013 წლიდან.  

ბუბა კიკაბიძე იყო  შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს  სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ასევე მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი.

მას იღებდნენ კინოშიც. დებიუტი  1964 წელს შედგა. ხოლო 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი გახდა. მისი კინოდებიუტი შედგა ნიკოლოზ სანიშვილის მუსიკალურ კომედიაში „შეხვედრა მთაში“ განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ბენჟამენ ღლონტის როლმა კომედიაში „არ იდარდო!“  

ვახტანგ კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“ „ვერის უბნის მელოდიები“ „მიმინო“ და სხვები... საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ იდარდო!“ სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“. 

ლეგენდარულმა არტისტმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ უარი თქვა რუსეთში საესტრადო საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე.

როგორც ამბობენ ბუბა კიკაბიძის ბოლო სურვილი ომის დასრულებიოს შემდეგ მარიუპოლში ჩასვლაა და იქ უკრაინის გამარჯვების აღნიშვნა იყო. მას ბოლომდე სჯეროდა რომ პუტინი ამ ომში აუცილებლად დამარცხდებოდა.