მადლობა ბუბა... - ილიკო და ნინო სუხიშვილები ვახტანგ კიკაბიძეს ემშვიდობებიან

19.01.23 13:40
მადლობა ბუბა... - ილიკო და ნინო სუხიშვილები ვახტანგ კიკაბიძეს ემშვიდობებიან

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება - ყველას სურს, უკანასკნელი პატივი სცეს დიდ მომღერალს და არტისტს. 

ის იყო საოცარი პიროვნება, იუმორით აღსავსე, კეთილი, მთელს მსოფლიოში უდიდეს პატივს სცემდნენ - ამბობს ქართული ნაციონალური ბალეტის  ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი. 

საოცარი პიროვნება იყო, როგორც მომღერალი, მსახიობი, კეთილშობილი, მხიარული, იუმორით სავსე, ყველას ძალიან უყვარდა.

მისგან გამოდიოდა დადებითი ენერგია, სიყვარული და სიკეთე. ამიტომაც მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში, სადც კი ჩასულა როდესმე, სადაც მისი ფილმები პოპულარული ხდებოდა. 

ჩვენ ძალიან დიდი მეგობრობა გვქონდა. ჩვენი ოჯახები ახლობლები იყვნენ. ჩემი მშობლების უახლოესი მეგობარი იყო. ჩვენიც და ეს მეამაყება. 

ძნელია, ყველა ის სიტყვა გამონახო, რაც შეიძლება, ბუბა კიკაბიძეზე ითქვას.  მთელს საქართველოს დაწყვიტა გული - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ეპოქალური არტისტი იყო, მისი ფრაზები და სიმღერები ყველამ ზეპირად ვიცით - აცხადებს ილიკო სუხიშვილი. 

ბატონი ბუბა იყო ეპოქალური არტისტი, მისი შექმნილი პერსონაჟები, როლები ზეპირად ვიცით ყველამ. მისი გამონათქვამები, სიმღერის ტექსტები.

ბუბა იყო უნივერსალური არტისტი, ასეთები მსოფლიოში ცოტანი არიან. 

დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის, მისი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, უკრაინის გვრდში დგომისთვის, 

ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელს საქართველოს - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.