"უკანასკნელი ყარაჩოხელი ემშვიდობება თბილისს" - პაატა ბურჭულაძე ბუბა კიკაბიძეზე
უკანასკნელი ყარაჩოხელი ემშვიდობება თბილისს - გენიალურ არტისტს, ბუბა კიკაბიძეს მისი მეგობარი პაატა ბურჭულაძე ემშვიდობება.
ბურჭულაძე ფილარმონიაში გამოსამშვიდობებლი სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბუბა მსგავსი პიროვნება საქართველოს არც ყოლია და არც ეყოლება.
"მე მისგან ძლაიან ბევრი რამ ვისწვალე. პირველი, რაც მისგან ვისწავლე ეს კაცობაა. ბუბა იყო და არის ნამდვილი კაცი. ის ჩვენი მახსოვროვბიდან ვერასოდეს ამოვა. ძნელია ცრემლების გარეშე მასზე საუბარი.
ბუბას ნამღერი არის "უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს" და დღეს მართლაც ასეა, უკანასკნელი ყარაჩოხელი ემშვიდობება თბილისს. ჩვენ ბუბას მსგავსი არ გვყოლია და გვეყოლება არასდროს. მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ, ჩვენი ოჯახის წევრი კაცის გარდაცვალება, ღმერთმა ნაელში ამყოფოს", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.