მქუხარე ტაში და ღიმილიანი ცრემლები - ვიხტანგ კიკაბიძეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

19.01.23 15:09
მქუხარე ტაში და ღიმილიანი ცრემლები - ვიხტანგ კიკაბიძეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

თბილისის მთავარ გამზირზე ტაშის ხმა არ წყდება, მქუხარე ტაში, ცრემლი და მაინც ღიმილი - თბილისი და საქართველო უკანასკნელ მეფაიტონეს ემშვიდობება.

დიდი მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის,  უკანსკნელ გზაზე გამოსამშვიდობებლად აქ მოვიდნენ მსახიობები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, მეომრები, უბრალო მოქალაქეები.

ბუბა კიკაბიძეს ანდერძის თანახმად ვერის სასაფლაოზე დაასაფლავებენ.