საქართველო ბუბა კიკაბიძეს გამოეთხოვა

19.01.23 17:09
საქართველო ბუბა კიკაბიძეს გამოეთხოვა

მქუხარე ტაშით და ცრემლიანი ღიმილით - ქვეყანა ლეგენდას დაემშვიდობა. ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ფილარმონიიდან სასაფლაომდე  სახალხო არტისტი ხალხმა ფეხით მიაცილა.  სამგლოვიარო პროცესიის დროს ქუჩაში ბუბას სიმღერის ხმები ისმოდა.

სახალხო არტისტისთვის პატივის მისაგებად დილიდან ფილარმონიაში მისულ მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. რიგითი მოქალაქიდან დაწყებული, პოლიტიკოსით დასრულებული,  ერთნაირი და განსხვავებული შეხედულების მქონე ასობით ადამიანი დღეს ყველა გვერდიგვერდ იდგა.

ბუბა სცენაზე და ბუბა კინოში - ასე იხსენებდნენ დღეს კაცს, რომელმაც თავი ყველას დაუვიწყარი როლებით, უნიკალური ხმითა და სიმართლის სიყვარულით  დაამახსოვრა.