ივანიშვილის მორიგი მეგაპროექტი - გმირთა მოედანზე 65 სართულიანი ცათამბრჯენები აშენდება
ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამშენებლო მეგაპროექტი - ქართველი ოლიგარქი გმირთა მოედანზე 200 მეტრიან, 65 სართულიან ცათამბრჯენებს აშენებს. პროექტი უკვე მზად არის, თბილისის მერიასა და საკრებულოდან ფორმლურად მწვანე შუქის ანთებას ელოდება.
ივანიშვილის ახალი სამშენებელო პროექტი დედაქალაქის ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძზე ხორციელდება.
ოპოზიციისა და ურანული ექსპერტების განმარტებით, 150 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართები თბილისის ცენტრალურ მოედანზე ისედაც პარალიზებულ მოძრაობას კიდევ უფრო დიდ საფრთეს შეუქმნის.
ივანიშვილი პირდაპირ გვეუბნება, რომ აინტერესებს ეს გაუსაძლისი საცხოვრებელი გარემო, რომელსაც შექმნის ეს 65 სართულიანი კოშკები, ახალი შენობა-ნაგებობები, მისთვის მთავარია, რომ მისმა ფონდმა ახალი მილიონების შემოსავალი მიიღოს.
რაში დაიხარჯება ფონდ ,,ქართუს" ფული, რადგან ის არის ერთადერთი ფონდი, რომლის ანგარიშებიც კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის გასაიდუმლოებული. ფინანსთა სამინისტრო არ გასცემს ინფორმაციას.
წარმოუდგენელია, მსგავსი არეალის მშენებლობა ჩაეწეროს ქალაქის ცენტრის ამ კონკრეტულ არეალში.
სულ რომ იდეალური პროექტი მივიღოთ, ამ შემთხვევაში თავისი მოცულობის გათვალისწინებით სრულად შეუსაბამოა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის სიახლოვეს - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი აბესაძე.