ერთი მირდატი და სამი კირთაძე ჩემს მხარდამჭერებს მაინც ვერ გადაწონის - ხაბეიშვილი

19.01.23 17:30
ერთი მირდატი და სამი კირთაძე ჩემს მხარდამჭერებს მაინც ვერ გადაწონის - ხაბეიშვილი

ერთი მირდატი და სამი კირთაძე ჩემს მხარდამჭერებს მაინც ვერ გადაწონის - ასე ეხმაურება ლევან ხაბეიშვილი  მირდატ ქამადაძის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მერაბიშვილი მას ხაბეიშვილის მხარდაჭერას და მის სასარგებლოდ მუშაობას სთავაზობდა.

ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ქამადაძის ბრალდებები ჭორაობაა. 

მირდატის გამო გული მწყდება, პირადი ამბიციების გამო დაპირისპირებულია ლევან ვარშალომიძესთან. 

ის რომ ახლა ვიღაცა ჭორაობს, რომ თურმე მხარდაწერას სთხოვენ ხებეიშვილის, კი,   ჩემი შტაბი აქტიურად მუშაობს და მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქტიურად მიჭერენ მხარს და ეს რატომ არის ცუდი?! - თქვა ხაბეიშვილმა.