უკრაინის ერთობის დღე თბილისშიც აღნიშნეს - მშვიდობის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა

22.01.23 17:50
უკრაინის ერთობის დღე თბილისშიც აღნიშნეს - მშვიდობის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა

უკრაინის ერთობის დღე თბილისშიც აღნიშნეს. სიმბოლური აქცია მშვიდობის ხიდზე გაიმართა, სადაც უკრაინელ მოქალაქეებთან ერთად ცოცხალ ჯაჭვში ქართველი სამოქალაქო აქტივისტებიც იდგნენ. შეკრებილებს ადგილზე ორფეროვანი დროშებიც ჰქონდათ მიტანილი. 

მშვიდობის აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსული სისასტიკე, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და სუვერენული ქვეყნის ოკუპაციის მცდელობა.

ჩვენ აქ ვართ მხოლოდ მშვიდობიანი შეხვედრისთვის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს ომი და კვლავ გვჭირდება დახმარება. ჩვენი ძმები საქართველოდან ახლაც გვეხმარებიან და ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორც მე გავიგე, თქვენი პოლიტიკოსები ამას არ აკეთებენ . ისინი ცდილობენ, თავი აარიოდნ ამ სიტუაციას, - თქვა უკრაინის მოქალაქემ.