ტრაგედია საგარეჯოში - შსს ახალ ვერსიას ავითარებს
შსს საგარეჯოს ტრაგედიაზე ახალ ვერსიას ავითარებს. უწყების ვერსიით, ხუთი ადამიანის ლიკვიდაციამდე ნოდარ ათუაშვილს კონფლიქტი ერთ-ერთ მეზობელთან ჰქონდა. დაპირისპირება კი ნათლისღებას ერთ-ერთ ავტოფარეხში დაიწყო.
დღეს გამოკითხვაზე მისულ ადგილობრივებს უწევდათ ტმიცება, რომ მასობრივ მკვლელობამდე უბანში არც სუფრა ყოფილა გაშლილა და არც ათუაშვილთან უჩხუბია ვინმეს.
ხუთი ადამიანის მკვლელის ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაშია. არადა, ექსპერტიზა უკვე დასრულებულია. ნოდარ ათუაშვილის ცხედარს ვერც ყოფილი ცოლის და ვერც ნახევარი ძმის სახლში ხერხდება.
დღესვე გაირკვა ისიც, რომ ყოფილი სამხედრო სამოქალაქო პირებს აივნიდან მოლოტოვის კოქტეილებსაც ესროდა.
უფრო ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.