უკრაინის და მსოფლიოს ერთიანობის ჯაჭვი თბილისში - აქცია მშვიდობის ხიდზე

22.01.23 20:38
უკრაინის და მსოფლიოს ერთიანობის ჯაჭვი თბილისში - აქცია მშვიდობის ხიდზე

უკრაინის და მსოფლიოს ერთიანობის ჯაჭვი თბილისში - სიმბოლური აქცია მშვიდობის ხიდზე გაიმართა. უკრაინის მოქალაქეებთან ერთად ცოცხალ ჯაჭვში ქართველი სამოქალაქო აქტივისტები იდგნენ. გაშლილი იყო უკრაინის ორფეროვანი დროშები, მიტანილი ჰქონდათ ბანერებიც. 

შეკრებილებმა  რუსული სისასტიკე და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა დაგმეს.

უკრაინის სოლიდარობის აქცია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა