მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
გადაწყვეტილება მიღებულია - მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ცნობისთვის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი უმძიმესი ბრალდებით 9 თვის წინ დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან დედა-მამა ჯერ მოკლა, შემდგ კი კვალის დაფარავის მიზნით ცხედრების დაწვა სცადა.
საზარელ მკვლელობას დაკავებული თავდაპირველად აღიარებდა, თუმცა ჩვენება სასამართლო პროცესებზე შეცვალა.