მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელისთვის უვადო პატიმრობის მისჯა სამართლიანია - პროკურორი

23.01.23 11:13
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელისთვის უვადო პატიმრობის მისჯა სამართლიანია - პროკურორი

ყოფილი პოლიციელის მიერ მშობლების მკვლელობის საქმე - პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას "ტვ პირველთან" აფასებს. თამარ იაკობიძე ამბობს, რომ ვალერიან ბუგიანიშვილმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 

"დღეს სასამართლომ დაადასტურა ბრალდებულის მიერ უმწეო მდგომარეოაში მყოფი მშობლების მკვლელობსა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტი. მოსამართლემ აბსოლუტურად სწორად განუსაზღვრა ძალიან მკაცრი სასჯელი, უვადო თავისუფლებს აღკვეთა. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ფაქტობრივი გარემოებები შემდეგი იყო, 2022 წლის 27 აპრილს  დუჩა-გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მდგომარეოაში მყოფი მამა მოკლა, ხოლო შემდეგ სხვა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მძინარე მდგომარეობაში მყოფი დედა"- თქვა საქმის პროკურორმა. 

მისი თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ საცხოვრებელ სახლში განხორციელდა სხვა დანაშაულის ინსცენირება, თითქოს საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს ნივთები. თუმცა პროკურორის თქმით,  ნივთები სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა დუჩა-გიორგი ბეროზაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან. 

თამარ იაკობიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა მკვლელობის ორივე იარაღი ოჯახის კუთვნილი ავტოფარეხიდან ამოიღეს.

რაც შეეხება გიორგი ბეროზაშვილის შეცვლილ ჩვენებას, ბრალდების მხარის წარმომადგენელი  ამბობს, რომ გადაწყვეტილება ყოფილმა პოლიციელმა მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შემდეგ მიიღო.

მისი თქმით, ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ გიორგი ბეროზაშვილს  ცუდი ურთერთობა ჰქონდა მამასთან. 

"ბეროზაშვილმა ფსიქოლოგს განუცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა მკვლელობა დაგეგმილი, შესაბამისად მშობელთან პირადი უთანხმოება გახდა ორივე მშობლის მკვლელოვბის მიზეზი"- თქვა მან. 

ცნობისთვის, სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.