ექიმების პროტესტის მეშვიდე დღე - მედიკოსებს შენობაში არ უშვებენ

23.01.23 11:47
 ექიმების პროტესტის მეშვიდე დღე - მედიკოსებს შენობაში არ უშვებენ

უკვე მეშვიდე დღეა, რაც ექიმები სასწრაფოს მენეჯმენტს ღირსეულ სამუშაო პირობებს სთხოვენ,  ექიმებმა  და სასწრაფოს მძღოლებმა მთელი ღამე კარჩაკეტილ სამსახურთან გაათენეს, თუმცა ამ დროის მანძილზე შესაბამისი უწყებებიდან პასუხი არ ისმის.

მოთხოვნა უცვლელია, ხელფასების მომატება. გზას გვიღობავენ და პროტესტის გამოხატვაში ხელს გვიშლიან. იქ მყოფი ადამიანები ნერვებს უშლიდნენ აქციის მონაწილეებს, რის გამოც დასჭირდათ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება. არ შეიძლება, დამსაქმებელი ასე ექცეოდეს თანამშრომლებს. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენი მოთხოვნა იქნება რადიკალური და სხვა ფორმას მიიღებს, - აცხადებს აქციის მონაწილე.