ქალბატონ ნინოს "ღრმა კლასიკური განათლება", მისი განცხადებით, დედა შვილს კლავს - ხაჭაპურიძე ნადირაძეზე
"ნადირაძის განცხადებიდან გამოდის, რომ დედას უნდა მიხეილ სააკაშვილის მოკვლა და ექიმები ამაში ხელს არ უშლიან" - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "ვივამედის" დირექტორს.
საუბარია, ნინო ნადირაძის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ოჯახს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვს, მისი კალორაჟი კი არასაკმარისია".
მე არაერთხელ ავღნიშნე, რომ ქალბატონ ნინოს "ღრმა კლასიკური განათლება" აქვს მიღებული და ის მარგალიტები, რასაც მისგან მიმოფრქვეულს ვისმენთ, კომენტარის გარეშე უნდა დავტოვოთ. მე ვერაფერს დავამატებ, ვენდობი მის "ღრმა კლასიკურ განათლებას". თუ ამ განცხადებას გავაანალიზებთ, გამოდის, რომ ქალბატონ გიულის სურს შვილის მოკვლა და ამაში ხელს არ უშლიან ექიმები"- თქვა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ.