სროლა პოლიციის განყოფილებასთან - რა მოხდა ვაზისუბანში

23.01.23 13:00
სროლა პოლიციის განყოფილებასთან - რა მოხდა ვაზისუბანში

სროლა პოლიციის განყოფილებასთან - ვაზისუბანში სუპერ-მარკეტის თანამშრომლებს მამაკაცი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაპირისპირება მარკეტში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტს ფულის გარეშე მიცემას ითხოვდა. უარის შემდეგ, მოქალაქე ტერიტორიიდან წავიდა და უკან იარაღით დაბრუნდა. 

ირკვევა, რომ უკმაყოფილო  კაცი ჰაერში ისროდა. მაღაზიის თანამშრომლები ახლა გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. 

გამყიდველზე თავდამსხმელი დაკავებულია.  იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ედავებიან.