მიშა ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ პროცესები უნდა დასრულდეს - ალასანია
მიშა ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ პროცესები უნდა დასრულდეს - ამის შესახებ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს:
"ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ეს ყველაფერი ივარაუდება, რომ უნდა დასრულდეს, ბოლოს და ბოლოს, ეს ზუსტად ვიცი და არის ასეთი მეთოდი, როგორც ჩანს, მკვლელობის. რას ვითხოვთ? - ვითხოვთ, (სასჯელის) ჯანმრთელობის გამო გადავადებას. დანარჩენი, დაკითხვა პენიტენციურის, ბადრაგების, ეს ჯანმრთელობისთვის რას გვაძლევს?