პრემიერი ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრთან ერთად საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გარდაცვლილი თანამშრომლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
პრემიერი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.
ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა.