საშიში სათამაშები ბავშვებისთვის - სპეციალისტები საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ
ბაზრიდან 77 დასახელების სათამაშოა ამოღებული - მათ შორისაა ფრჩხილის სათამაშო ნაკრებები, იარაღები, მუსიკალური ქსილოფონები და ე.წ. ტყლარწები. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ისინი ტყვიას შეიცავს. ზოგიერთი სათამაშოს გამოყენებამ კი შესაძლოა, სასუნთქი გზების დახშობა და ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს.
ჯამში ნაპოვნია რვა ათასზე მეტი სათამაშო რომლის გამოყენება მოზარდებისთვის დაუშვებელია.