მოსამართლის გარიგება მევახშეებთან - როგორ კარგავენ საქართველოს მოქალაქეები საკუთრებას

23.01.23 19:31
მოსამართლის გარიგება მევახშეებთან - როგორ კარგავენ საქართველოს მოქალაქეები საკუთრებას

ხატიაშვილების ოჯახი დღეს გამოსახლებას საზოგადოებრივმა პროტესტმა გადაარჩინა. მას შემდეგ, რაც აღმასრულებლებმა კეკელიძის ქუჩაზე გარეთ გამოსული მოსახლეობა დაინახეს, ადგილზე მისვლა გადაიფიქრეს. სადარბაზოს და სახლის კარი კი ადგილობრივებმა შეადუღეს. ასე იცავდა მოსახლეობა  4 სულიან  ოჯახს, რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყო.

ყველაფერი ამ სემთხვევაშიც მცირე ვალით დაიწყო და საბოლოოდ ხატიაშვილების სახლი მევახშის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ბინა ჯერ მოსამართლის დახმარებით დაიკანონა, ახლა კი ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

როგორ ტოვებენ ასეულობით ჩვენს თანამოქალაქეს ღია ცის ქვეშ. მევახშეები, სასამართლო და ხელისუფლება - ეს არის დიდი გარიგების სამკუთხედი, რომლის მსხვერპლიც მძიმე ფინანსურ მდგომარებაში ჩავარდნილი ხალხია.

კანონიც და სამართალიც ყოველთვის მევახშის მხარეს არის და ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები ისე იღებენ გადაწყვეტილებებს ქონების ჩამორთმევის შესახებ, რომ დაზარალებულ მხარეს არც კი ატყობინებენ. 

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.