საშიში სათამაშოები - საბავშვო ნივთებში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებები აღმოაჩინეს

23.01.23 19:36
საშიში სათამაშოები - საბავშვო ნივთებში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებები აღმოაჩინეს

ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ქართულ ბაზარზე. ამ დროისთვის 77 დასახელების სათამაშოს რეალიზაცია შეჩერებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ  მაგალითად სათამაშო ფრჩხილის ლაქებში ტყვიის ის რაოდენობაა აღმოჩენილი, რაც დასაშვებ ლიმიტს თითქმის ასი პროცენტით აღემატება. ეს კი უკიდურესად საშიშია. 
ეს ყველაფერი არ არის. მუსიკალური სათამაშოს - ქსილოფონის -  ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ  სათამაშოს ძვრება საღებავი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა და ბავშვის გაგუდვა.  

საფრთხის შემცველია მცირეწლოვნებში  ძალიან პოპულარული ტყლარწიც.  რვა ტყლარწი შეამოწმეს და თითოეულში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერების დასაშვებ ნორმაზე მეტი რაოდენობა.  

რა ხდება ქართულ ბაზარზე და სად იყიდება საშიში სათამაშოები?

ვრცლად იხილეთ მარიამ მაკასარაშვილის სიუჟეტი.