მივმართავ საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები - საბა ბუაძე
თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან ,,ლელო", საბა ბუაძე, თბილისის 2 ქუჩისთვის ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივით საბა ბუაძემ დედაქალაქის ადგობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართა.
მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები.
ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობისა და ინიციატივის შედეგი, რადგან ეს ორი ლეგენდა ამას ნამდვილად იმსახურებს.
ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის მსგავსი გენიოსების დაკარგვა უდიდესი დანაკლისია - აცხადებს საბა ბუაძე.