ესტონეთი ქვეყნიდან რუსეთის ელჩს აძევებს
ესტონეთი ქვეყნიდან რუსეთის ელჩს აძევებს. ელჩს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 7 თებერვლამდე აქვს.
ესტონეთი ითვალისწინებს რუსეთის გადაწყვეტილებას დიპლომატიური წარმომადგენლობის დროებითი რწმუნებულის დონემდე შემცირების შესახებ. ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპით ხელმძღვანელობს, ეს ნიშნავს, რომ ტალინში რუსეთის ელჩი 7 თებერვალს დატოვებს ქვეყანას, იმავე დროს, როდესაც რუსეთში ესტონეთის ელჩი“, - აცხადებს ურმას რეინსალუ.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ესტონეთს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში ხელს ვერ შეუშლის.