კასპის რაიონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია 59 წლის კაცი

24.01.23 11:09
კასპის რაიონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია 59 წლის კაცი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ძლიერ ხანძარს 59 წლის მამაკაცის, გოჩა აბრამიძის,  სიცოცხლე შეეწირა. ცეცხლი ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს  გვიან ღამით გაუჩნდა. დამწვარია საცხოვრებლის პირველი სართული.

გამოძიება ადგენს, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა. ხანძარი კი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.