ჰქონდა თუ არა ადგილი მედიკოსების მხრიდან ნარკოტიკებით ვაჭრობას? - 20 წლის ფეხბურთელის საქმე თავდაყირა დგება
ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შესაძლოა, 10-მდე ექიმის დაკავების საფუძველი გახდეს. 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ოჯახმა მედიკოსების წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა.
დადასტურებელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
567 ამპულა ფენტანილი 20 წლის ბიჭს რეპუბლიკურ საავდაყოფოში მხოლოდ ორ კვირაში გაუკეთეს, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს მონაცემებიც გაყალბებულია და მედიკოსების მხრიდან ნარკოტიკებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე.
ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ოჯახისთვის, რითაც დასტურდება, რომ რომ 567 აბი ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად შეუძლებელი იყო ადამიანის გადარჩენა.
ექსპერტმა ბოლოს აი ამ კითხვის საფუძველზე, აქ არის მაგალითები მოყვანილი და ანოტაცია, თუ ყოველდღიურად რამდენჯერ უკეთდებოდა აღნიშნული პრეპარატები, პირდაპირ დაწერა - ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ნორმალური, ჯანმრთელი ორგანიზმი აღნიშნული პრეპარატების ამ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა. გამოიწვევდა სასუნთქ გზებზე გართულებას, სუნთქვის გზების დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს. ეს არის ექსპერტის პირდაპირი მოსაზრება.
ამოიღო გამოძიებამ და 567 აბი ფენტალინი აღმოჩნდა. ეს თქვენ გგონიათ, არ იციან ექიმებმა? მაგრამ, თუ რომელიმე ექიმს შერჩენია ღირსება, ჩაიხედონ თავიანთ სარკეში და თქვან სიმართლე". - ამბობს ოჯახი.
ოჯახი ასევე კიდევ ერთ საგანგაშო ვერსიაზე საუბრობს. მათი თქმით, რომ სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერებში არის გარკვეული უზუსტობები, რაც აჩენს ეჭვეს, რომ მედიკოსები სამედიცინო დაწესებულებიდან წამალს ჰყიდდნენ.
ოჯახი ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი საავადმყოფოდან ნარკოტიკებით ვაჭრობას.
ადვოკატი ამბობს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ექიმები ვახტანგ ჩარკვიანისთვის გამოწერილ ნარკოტიკულ საშუალებებს ჰყიდდნენ და ეს იყო მათთვის ფულის შოვნის წყარო. ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ისინი უკე ამის შესახებ დარწმუნებით საუბრობენ.
ძალიან დიდი რაოდენობით იყო ნარკოტიკები გაცემული, ასევე არის ისეთი წამალი გაცემული, რომელიც არ შეიძლებოდა, გაკეთებოდა ადამიანს, რომ მისი სიცოცხლე ფატალურად არ დამთავრებულიყო.
ამიტომ არის ეჭვი, რომ ეს წამლები არ უკეთდებოდა მას და იყიდებოდა. ექიმების და მედდის გარდა სხვას წვდომა არ ჰქონდა ამ ნარკოტიკულ საშუალებებზე - ამბობს ადვოკატი.
შესაძლო ნარკოდანაშაულის შესახებ პროკურატურას გამოძიება ჯერ არ დაუწყია. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ერთ საათში პროკურატურასთან აქციას გამართავს და დამნაშავე ექიმების დასჯას მოითხოვს. მათი მოთხოვნა იქნება ასევე, რომ უწყება ექიმების მხრიდან ნარკოტიკების სავარაუდო ვაჭრობის ფაქტით დაინტერესდეს.
საგამოძიებო უწყებამ ამ დრომდე ბრალი მხოლოდ ერთადერთ მედდას წარუდგინა.