მორიგი დავა წულუკიანის წინააღმდეგ - ომბუდსმენს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით რუსუდან თევზაძემ მიმართა
თეა წულუკიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართლებრივი დავა იწყება - სახალხო დამცველს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით რუსუდან თევზაძემ მიმართა.
პარტია „ საქართველოსთვის" წევრი ირწმუნება, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო კულტურის მინისტრის მითითებით თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაატოვებინეს.
ჩემი პოზიცია გახლდათ არჩევითი. ბუნებრივია, ნაკლებად თუ მოიძებნებოდა რაღაცა ტიპის მექანიზმები, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას, კულტურის სამინისტყროსა და ამ შემთხვევაში მინისტრს, რომ ჩემი გათავისუფლება მომხდარიყო.
წულუკიანის მხრიდან ალტერნატიული გათავისუფლების მექანიზმი გამოიძებნა. რექტორთან ჩემი შეხვედრების დროს მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი პოლიტიკური ფაქტორი და უნივერსიტეტის ბიუჯეტის მომატების ბარიერი.
ბრძოლას გავაგრძელებ სახალხო დამცველის კომპონენტით, რომ ეს პოლიტიკური დისკრიმაცია დადასტურებული დ აღიარებული იქნას - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
რუსუდან თევზაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები" დაიცავს.