საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილები უკანასკნელ გზაზე გააცილეს
საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილებს ემშვიდობებიან. უკნასკნელ გზაზე უკე გააცილეს გმირულად დაღუპული პოლიციელი. ოთარ ღვინაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ყოფილმა სამხედრომ მაშინ მიაყენა, როდესაც ის ერთ-ერთი მოქალაქის გადარჩენას ცდილობდა. დღესვე დაკრძალეს თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი კიდევ სამი ახალგაზრდა.
დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად საგარეჯოში ჩავიდა მინისტრი გომელაური და ოპოზიციის წევრებიც.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ როდესაც დაკრძალვის ცერემონია ჩაივლის, შემდეგ გამოძიების წინაშე უნდა დაისვას ბევრი კიტხვა, რომელიც მომხდარის ირგვლივ არსებობს.
უმძიმესი ტრაგედიაა საგარეჯოში, მთელს საქართველოში. ჩამოვედით, ოთხის დასაფლავებაა დღეს, მეხუთეს ხუთშაბათს დაკრძალავენ. ტრაგედიაა ოჯახებისთვის, ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის. რატო უნდა ხდებოდეს ეს ჩვენს ქვეყანაში? კითხვები ბევრია, მაგრამ დღეს დაკრძალვის დღეა, იმ ადამიანების პატივისცემის დღეა, რომლებიც ამ უმძიმეს ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხს, თუ რა არის ამის მიზეზი და რა ხდება ზოგადად ქვეყანაში“, - ამბობს ვაშაძე.
საზარელი დანაშაუალი სააგრეჯოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი და დაჭრილია 6.
სასტიკ დანაშაულში ბრალდებულის დაკავება პოლიციამ ვერ შეძლო. სპეოცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.