დავით კეზერაშვილის საქმე - სააპელაციოში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

24.01.23 15:15
დავით კეზერაშვილის საქმე - სააპელაციოში სასამართლო სხდომა  მიმდინარეობს

თბილისის სააპალაციო სასამართლოში დავით კეზარაშვილის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს - პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 

პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორისაა მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც ადასტურებენ რომ აგვისტოს ომამდე წვრთნები ნამდვილად ჩატარდა.  

უფლებადამცველები გენერალური შტაბის მაშინდელ ხელმძღვანელის ზაზა გოგვას, სამხედრო ჯარების სარდალ მამია ბალახაძისა, (ის ახლაც უწყების თანამშრომელია)  და მინისტრის მაშინდელი მოადგილის ვერა ძნელაძეზძის დაკითხვას მოითხოვდნენ, ძნელაძე შესყიდვებზე იყო პასუხისმგებელი. 

სააპელაციომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

კეზრაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრო დაობს - ყოფილ მინისტრს უწყებისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავებიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და კეზერაშვილს 5 მლნ ევროს ანაზღაურება 2022 წლის 29 მარტს დააკისრა. 

ბრალდების მხარე ექს მინისტრს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას ედავაბა.

პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ თანხის გადარიცხვის მიუხედავად, სამინისტროს 2007-2008 წლებში წვრთმენი არ ჩაუტარებია. 

დავით კეზერაშვილთან ერთად  დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდნენ  შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსაც, ალექსანდრე ნინუას. 

დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.