აუდიტის სამსახურის კომპეტენცია არ არის სამოქალაქო ურთიერთობების შესწავლა - ლევან ბეჟაშვილი

24.01.23 17:08
აუდიტის სამსახურის კომპეტენცია არ არის სამოქალაქო ურთიერთობების შესწავლა - ლევან ბეჟაშვილი

"აუდიტის სამსახურის კომპეტენცია არ არის სამოქალაქო ურთიერთობების შესწავლა"- განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა აუდიტის სამსახურის საპასუხოდ გააკეთა. 

ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ავტომობილი არ არის პარტიის საკუთრება და არც მისი დეკლარირება იყო საჭირო.

აუდიტის სამსახურის კომპეტენცია არ არის სამოქალაქო ურთიერთობების შესწავლა. მეორე, პარტიის ფინანსები გამჭვირვალეა, ხდება ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარება და არ იქნება პრობლემა, თუ ხელმეორედ ამას გააკეთებენ და შეისწავლიან პარტიის ფინანსებს. 

ეს ავტომობილი არ არის პარტიის საკუთრება და არც მისი დეკლარირება იყო საჭირო. ეს არ არის აუდიტის სამსახურის კომპეტენცია. 

არ არსებობს ფაქტობრივი გარემოება და დოკუმენტაცია, რომ ეს მანქანა პარტიის საკუთრება იყო - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების ბრალდების შემდეგ, რომელიც პარტიის თავმჯდომარისთვის დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებულ საჩუქარს შეეხებოდა, ენმ-ში ფინანსურ შემოწმებაზე სახელწმიფო აუდიტის სამსახური შედის.