მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

24.01.23 18:12
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "პირველებს" ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დაუდასტურა. 

"სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და კორონავირუსი მისთვის იოლი გადასატანი არ იქნება" - აცხადებს ხაჭაპურიძე. 

ფაქტს ადასტურებს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. მედიკოსის თქმით, პაციენტს მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი აღენიშნება. 

ამ დრომდე უცნობია, ვინ არის მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირების წყარო.