ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა - 21 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე თავდაყირა დგება

24.01.23 20:17
ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა - 21 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე თავდაყირა დგება

ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში დადანაშაულებული  საავადმყოფოს ექიმები.  21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმე თავდაყირა დგება.

დასკვნა შესაძლოა, 10-მდე ექიმის დაკავების საფუძველი გახდეს.   567 ამპულა "ფენტალინი" ორ კვირაში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტისთვის.  დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით,  ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა. 

ოჯახი ამტკიცებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გაყალბებულია და მედიკოსების მხრიდან ნარკოტიკებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი და ადვოკატები დღეს პროკურატურასთან ითხოვდნენ რეალური დამნაშავეების დასჯას. დაზარალებულ მხარეს ეჭვი აქვს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად აფარებს ხელს იმ ექიმებს, რომლებიც 21 წლის ბიჭის სიცოცხლეზე იყვნენ პასუხისმგებელი.  შოთაძის უწყებამ ამ ხმაურიან საქმეზე ბრალი მხოლოდ ერთ მედდას წაუყენა.