სააკაშვილის სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია, გადაიყვანეთ რეანიმაციაში - ადვოკატის საგანგებო განცხადება
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. შალვა ხაჭაპურიძე პენიტენციურ სამსახურსა და "ვივამედს" მოუწოდებს მესამე პრეზიდენტი სასწრაფდ გადაიყვანონ რეანიმაციულ განყოფილებაში:
"პენიტენციურმა და ვივამედმა გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია"- წერს ადვოკატი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.