ხელჩართული ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში - "ოცნების" დეპუტატები სხდომაზე სათამაშო ტანკებით მივიდნენ

24.01.23 20:49
ხელჩართული ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში - "ოცნების" დეპუტატები სხდომაზე სათამაშო ტანკებით მივიდნენ

სამართალდამცველების ალყაში  მოქცეული ოზურგეთის საკრებულო - პოლიცია თვითმმართველობის ორგანოში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც იქ ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. საკრებულოს სხდომა სათამაშო ტანკების დარიგებით დაიწყო და გაზრდილი ხელფასების პროტესტით გაგრძელდა, რაც საბოლოოდ ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაცვის სამსახურს იძულებით გაყავდა დარბაზიდან. 

ტანკები საჩუქრად ომის პარტიას - ამ პერფორმანსით დაიწყო ოცნებამ სხდომა. სათამაშო ტანკებთან ერთად კი მმართველმა გუნდმა საკრებულოში მელიასა და ხაბეიშვილის ფოტოებიც გამოფინეს.  ვითარება დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ პასუხი მოითხოვა კითხვაზე - რატომ იზრდის მერია და საკრებულო ხელფასებს.